logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტ ია სართანიაზე თავდამსხმელი 500 ლარით დააჯარიმეს

21 მაი 202412:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/21/rc1gqzu49qi4wra.jpg

ფორმულას ჟურნალისტზე, ია სართანიაზე თავდამსხმელს ჯარიმის მინიმალური ოდენობა, 500 ლარი დააკისრეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. 

ადვოკატმა ფორმულას უთხრა, რომ თავდამსხმელი შემთხვევის დღესვე დააკავეს და სასამართლოში გადაიყვანეს, საიდანაც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

***

ფორმულას ჟურნალისტს თავს მეტროში 22 აპრილს დაესხნენ. 

სართანიას თქმით, მას უცნობი პირი ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ კი ხელი ჰკრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინებდა. ასევე, ტატუებზე მიუთითებდა ჰომოფობიური ლექსიკით მიმართავდა. 

ამასთან, ია სართანია ჰყვებოდა, რომ ეჭირა ჩანთა ფორმულას ლოგოთი. მისი თქმით, "თავდამსხმელმა იცოდა, ვის უპირისპირდებოდა".


close დახურვა