logo
ENG



ფორმულას წყარო: ბორჯომის ახალი მფლობელი, სავარაუდოდ, ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე იქნება

05 მაი 202221:19
3 წუთის საკითხავი
clock 3687
2022/05/05/pr815dykkybtxdl.jpg

ფორმულას წყაროების ინფორმაციით, ბორჯომის ახალი მფლობელი, სავარაუდოდ, ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე იქნება. 

წყაროს თქმით, ორჯონიკიძემ კომპანიის შესყიდვის საკითხი ღარიბაშვილ-ივანიშვილთან შეხვედრაზე სავარაუდოდ უკვე შეათანხმა. ფორმულას ცნობით, სანქციებისაგან თავის არიდება, სავარაუდოდ, სწორედ, ამ გარიგებით მოხდება.

გია ორჯონიკიძე წაღვერელი ბიზნესმენია, რომელიც პუტინთან და რუს ოლიგარქებთან - არკადი და ბორის როტენბერგებთან დაახლოებული პირია.

ომისა და სანქციების გამო ბორჯომმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია. კომპანია ფიგურირებს TI-ს კვლევაშიც, როგორც რუსული კომპანია. 2021 წლის ივნისამდე მისი დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში, ესტონურმა სავაჭრო ქსელებმა ბორჯომის, როგორც რუსული პროდუქტის, გაყიდვიდან ამოღების შესახებ განაცხადეს


close დახურვა