ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად სალომე სამადაშვილს განიხილავს.
ცნობისთვის, 19 აგვისტოს ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბარი ისნის ოლქში საკუთარი პარტიის წარმომადგენლის მაჟორიტარობის კანდიდატად დაყენებას ეხებოდა.
ისანში ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების ნაწილს ერთიანი კანდიდატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჰყავს წარდგენილი.
პარტიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა კანდიდატების ვინაობაზე და მათ უახლოეს მომავალში წარადგენენ.
რაც შეეხება რეგიონებს, ფორმულას წყაროს ცნობით, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათში - ხატია დეკანოიძის კანდიდატურა განიხილება, ფოთი-ხობი-სენაკი - კობა ნაყოფიას, აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ - თემურ ჯანაშიას, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურში მანუჩარ კვირკველია განიხილება.