logo
ENG



ფოსტიდან და პენიტენციური სამსახურიდან გაშვებული მოქალაქეები სარჩელს შეიტანენ

25 მაი 202014:43
3 წუთის საკითხავი
 

უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეები, რომლებსაც არც სახელმწიფო ეხმარება, დღეს სარჩელს საქალაქო სასამართლოში შეიტანენ. საუბარია საქართველოს ფოსტიდან და პენიტენციური სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებზე. ისინი საჯარო უწყებებს შრომითი კოდექსის დარღვევას ედავებიან. 

ადვოკატის, გიორგი ჟამუტაშვილის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში გათავისუფლების მიზეზი დაუსაბუთებელია. ზოგიერთი გათავისუფლების შემთხვევაში დოკუმენტიც კი არ არსებობს, თუ რის საფუძველზე მოხდა მათი გათავისუფლება. კომპანია თანამშრომლებს სიტყვიერად ეუბნებიან, რომ ისინი სამახურიდან გათავისუფლებული არიან. 

„როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ასევე შრომით კოდექსით, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონითაც, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოში დაკავებულები გაათავისუფლეს, მათ უნდა დაუსაბუთონ რატომ გაათავისუფლეს, ხოლო შრომის კოდექსის თანახმადა, საქართველოს ფოსტის თანამშრომლებს უნდა დაუსაბუთონ რატომ გაათავისუფლეს და მათაც უნდა იცოდნენ რა უფლებები აქვთ, რომ გაასაჩივრონ, აღდგენა და განაცდური მოითხოვონ. ამ ყველაფერს სარჩელს წარვაგდენთ დღეს. მათ კონკურსი გაიარეს, მიიღეს უმაღლესი ქულები და თანამდებობაზე დარჩენენ ისეთი პირები, რომელტაც მათზე ნაკლები შეფასება ჰქონდათ. გასაუბრებას ესწრებოდა მინისტრი თეა წულუკიანი და ეს გადაწყვეტილება მისი პირადი შეხედულების გამო მოხდა“, - აცხადებს ადვოკატი.

გათავისუფლებულები მოითხოვენ სამსახურში დაბრუნებასა და განაცდურის ანაზღაურებას. ისინი თვლიან, რომ დამსაქმებლებმა საგანგებო მდგომაერობა გამოიყენეს.

საქართველოს ფოსტიდან გათავისუფლებული პაპუნა დარსალია აცხადებს, რომ მას დღემდე არ მიუღია პასუხი და მისი მდგომარეობა ბუნდოვანია.

„არავინ იმის გარანტიას არ მაძლევდა, რომ საგანგებო მდგომარეობამდე არის ეს ფურცელი ძალაში და მისი დასრულების შემდეგ ვიქნებოდი თუ არა დაბრუნებული ძველ პოზიციაზე. 22 აპრილის ემრე გავიდა თვე ნახევარი. მე არანაირი იურიდიული დოკუმენტი უხელფასოში ვიმყოფები თუ გათავისუფლებული ვარ არ ვარ. პლიუს ეს ფურცელი ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის მერე აღდგენას, მაგრამ დღემდე არ მიმიღია პასუხი“, - აცხადებს დარსალია.

შეგახსენებთ, რომ „დროებაში“ გასული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფოსტიდან 40 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, შემდეგ კი უკან აღარ მიიღეს.



close დახურვა