logo
ENG



ფოტიგა: დავაყენე შესწორება, რათა პატივი მივაგოთ უკრაინა-საქართველოს მცველ ქართველ გმირებს

08 დეკ 202219:40
3 წუთის საკითხავი
 
ფოტიგა: დავაყენე შესწორება, რათა პატივი მივაგოთ უკრაინა-საქართველოს მცველ ქართველ გმირებს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას ცნობით, საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ყოველწლიურ ანგარიშში დააყენა შესწორების საკითხი, რითაც ევროპარლამენტი უკრაინაში მებრძოლ ქართველ გმირებს პატივს მიაგებს.

ფოტიგას ინიციატივით, „საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების წლიური ანგარიშის” მეოთხე პარაგრაფში, სადაც უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომზე, სანქციებთან შეერთებასა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი, დაემატება შესწორება, რომელიც ქართული ლეგიონის მებრძოლებს, რომლებიც უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვიან ევროპარლამენტი პატივს მიაგებს. 

„ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის - დიდი ხანია ეს პოლონეთის არაოფიციალური მოტივია, რომელიც სწრაფად გავრცელდა ევროპასა და ამერიკაში.

დღეს ეს სიტყვები უკრაინაში ისხამს ხორცს. ესაა მიზეზი რის გამოც მე დავაყენე ამ შესწორების საკითხი, რათა პატივი მივაგოთ იმ ქართველ გმირებს, ვინც უკრაინას და საქართველოსაც იცავს“ - აცხადებს ანა ფოტიგა.

ფოტიგა ტვიტერზე ავრცელებს დოკუმენტსაც, რომელშიც ჩანს მეოთხე პარაგრაფში ფოტიგას ინიციატივით დამატებული წინადადებაც.

„[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ მოითხოვს ერთიანობასა და სოლიდარობას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და ეს ასევე გადამწყვეტია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ საკმარისი ძალით არ დაიცვა 2008 წელს. მიესალმება უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს ძლიერ პასუხს. პატივს მიაგებს უკრაინაში ქართული ლეგიონის სამხედროებს, ვინც რუსი აგრესორების წინააღმდეგ 2014 წლიდან იბრძვის, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეუერთდნენ ევროკავშირის სახელით კომისიის ვიცეპრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებულ შესაბამის განცხადებებს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყნის ევროპულ ამბიციებს შეესაბამება. მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს და უზრუნველყონ, რომ იმ საერთაშორისო სანქციების რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს უკავშირდება გვერდის ავლა საქართველოს გავლით არ მოხდეს“ - წერია დოკუმენტში.

 

close დახურვა