logo
ENG



ფოტიგა: მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად

03 სექ 202220:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/0nlcj498eyfw6o9.jpg

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისშია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ფოტიგას თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი რუსული აგრესიის დამარცხების გზების განხილვაა.

პოლონელი პოლიტიკოსი, თბილისში, პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მემორიალს ეწვია და კაჩინსკის ხსოვნას პატივი მიაგო.

"მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად. უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის, პოლონეთისა და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. საქართველოში ყოველ ვიზიტს ვიწყებ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, საქართველოს დიდი მეგობრის პატივის მიგებით, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა რუსული საფრთხეები" - აცხადებს ფოტიგა.


close დახურვა