ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა აცხადებს, რომ უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
"რუსეთის დაუსჯელობა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეჭრას მოჰყვა, ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც საშუალება მისცა რუსეთს უკრაინაში შეჭრილიყო.
უკრაინის გამარჯვება დონბასსა და ყირიმს თავისუფლებას მოუტანს, მაგრამ ასევე გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის," - წერს ფოტიგა Twitter-ში.