logo
ENG



ფოფხაძე: მთავარია, არჩევნები ლეგიტიმური იყოს

04 მარ 202022:46
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი გედევან ფოფხაძე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ აცხადებს, რომ ფრაქციისთვის მნიშვნელოვანია არჩევნები იყოს ლეგიტიმური, ეს კი არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრის დაფიქსირებაა.

„როცა ხელისუფლება თვითგადარჩენის რეჟიმზე გადადის, როცა მისი მთავარი იდეაა არა ის რა გააკეთოს ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ისინი ხდებიან მსგავსები. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მათემატიკა ჩვენთვის არაა მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მთავარია საყოველთაო არჩევნების პრინციპი. პროპორციული არჩევნებით გახვალ თუ მაჟორიტარით, ამაზე მნიშვნელოვანია, არჩევნები იყოს ლეგიტიმური.

ლეგიტიმური იქნება არჩევნები თუ მასში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიღებს მონაწილეობას. ხალხს გაუჩნდება განცდა, რომ ერთი დღე უნდა აჩუქოს სამშობლოს“, - განაცხადა ფოფხაძემ. 


close დახურვა