logo
ENG



ფოფხაძე ოცნებას: ნაციონალური მოძრაობა გრძელდება და ამას აგრძელებთ თქვენ

26 ნოე 201913:22
3 წუთის საკითხავი
 
h2pn4r5fzghwmud.jpg

საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში იმართება სხდომა, რომელსაც მმართველი პარტიის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებიან. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელმაც განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში იმ ადამიანებს დააკისრა, ვინც მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო.

„დღეს ჩვენ შეგვეძლო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სწორი გადაწყვეტილება მიგვეღო, ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ და ქუჩაში არის ესკალაცია. ეს ყველაფერი არის მიმართული იმისთვის, რომ ქვეყანაში დარჩეს ორი პოლიტიკური პოლუსი. არ შეიძლება ცხოვრება სულ იმ სტანდარტით, ვჯობივართ თუ არა ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას" და რაც ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში ვართ თუ არა უკეთესი, ამომრჩეველს სჭირდებოდა თავისუფალ არჩევანი და პროპორციული განწყობების აღქმა პარლამენტში, ეს შანსი ჩვენ ჩვენი ამომრჩევლისთვის უნდა მიგვეცა და ჩვენ მივიღებთ დემოკრატიულ და თავისუფალ პარლამენტს... „ნაციონალური მოძრაობა“ გრძელდება და ამას აგრზელებთ თქვენ“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


close დახურვა