logo
ENG



ფრანგი მინისტრი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, შესაძლოა, 15 ან 20 წელი დასჭირდეს

22 მაი 202221:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/22/rpbn78k5foiqhn8.png

საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში კლემან ბონი მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, შესაძლოა, 15 ან 20 წელი დასჭირდეს.

"ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები...თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უკრაინა გაწევრიანდება ევროკავშირში 6 თვეში, 1 წელში ან 2 წელში, ჩვენ ვტყუით. ეს არაა სიმართლე. ალბათ, 15 ან 20 წელი - დიდი დროა. მე არ მინდა, რომ უკრაინელებს მიჰყიდონ ილუზია და ტყუილი. თუ უკრაინელებს ვეტყვით: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში", თუმცა თქვენ არ წაგიკითხავთ წვრილი შრიფტით დაწერილი, "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 15 წელში", - ეს იქნება დიდი იმედგაცრუება უკრაინელების ამ თაობისთვის", - თქვა ბონიმ.

მისივე განცხადებით, სანაცვლოდ ევროპამ უნდა შესთავაზოს უკრაინელებს პოლიტიკური პროექტი, რომელშიც ისინი შესვლას შეძლებენ.


close დახურვა