logo
ENG



ფრანგული Societe Generale რუსეთიდან გადის და როსბანკს ყიდის

11 აპრ 202212:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/11/s8pvqwgd9nyeogw.jpg

ფრანგული Societe Generale რუსეთში საბანკო და სადაზღვევო საქმიანობას წყვეტს და როსბანკს ყიდის.

ბანკის ცნობით, როსბანკისა და რუსეთის სადაზღვევო შვილობილი კომპანიის მთელ წილს როსბანკის წინა აქციონერს, Interros Group-ს გადასცემს.

Societe Generale-ს თქმით, გასხვისება დაახლოებით 2 მილიარდი ევრო დაჯდება. მათივე განცხადებით, ტრანზაქცია, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დასრულდება.


close დახურვა