logo
ENG



ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საქართველოსთვის მოწოდება გადაიდო

10 ივნ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი 75 მლნ ლარით მცირდება - ეს თანხა მოაკლდება ინფრასტრუქტურულ და საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მათ შორის, გადავადდება ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ქვეყნისთვის მოწოდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტი გადავადდა, რადგან ფრანგული მხარე ვერ შეძლებს პანდემიის პირობებში იმ სამუშაოების შესრულებას, რომელიც დაგეგმილი იყო.

„თავდაცვის სამინისტროში ორი მიმართულებაა - ერთი არის სამშენებლო და მეორე საფრანგეთის დაფინანსებული პროექტი. ეს არის დროში გადავადება პროექტის. საფრანგეთის მხრიდან მომწოდებელი ვერ შეასრულებს იმ სამუშაოებს, რაც იყო დაგეგმილი. კონტრაქტის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ - ესაა საავიაციო სფეროში შესაძლებლობების გაძლიერება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი კი აცხადებს, რომ პროექტის თანხები შემდეგი წლის ბიუჯეტში აისახება.

„75 მილიონიდან 30 არის საერთაშორისო ხელშეკრულებაა - საფრანგეთიდან პროდუქციის მოწოდება გადაიდო და ეს თანხები აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში. ხელშეკრულება, თუ არ ვცდები, გაფორმდა 2014 წელს, თინა ხიდაშელის დროს", - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.


close დახურვა