სოთბის აუქციონზე ფრენსის ბეკონის ნამუშევარი გაიყიდება.
ტრიპტიქი „თანამედროვე ეპოქის ნიმუში" საჯაროდ პირველად გამოფინეს ლონდონში, შემდეგ კი, ნიუ-იორკში გადაიტანენ, სადაც აუქციონია დაგეგმილი.
ნახატი 35 წელი ნორვეგიელი მილიარდეrის პირად კოლექციაში ინახებოდა. ფრენსის ბეკონმა ის 70 წლის ასაკში დახატა.
ტრიპტიქის საწყისი ფასი 60 მილიონი დოლარია.