logo
ENG



ფრიდი: მელიას არ დაუხარჯავს დრო ოპონენტებზე თავდასხმაზე, დემოკრატიული დღის წესრიგი გაგვაცნო

16 ივნ 202110:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/16/w7t5qx203f6yuvc.png

ნაციონალური მოძრაობის წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად ისინი ატლანტიკურ საბჭოში იმყოფებოდნენ, სადაც საბჭოს ვიცეპრეზიდენტსა და სხვა წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე, ასევე, არჩევნებისთვის ოპოზიური ერთობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საბჭოს მკვლევარმა დანიელ ფრიდმა ნიკა მელიას შესახებ ისაუბრა.

"ნიკა მელიას აქამდე არ შევხვედრივარ, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია მქონდა, რადგან ის დაკავებული იყო და პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ნიკა მელიამ არ ისაუბრა ერთპარტიული მმართველობის სტილში, ნაციონალური მოძრაობის მიერ ქართული ოცნების ჩანაცვლებაზე, არამედ მას უფრო ფართო, ნაკლებად კონფრონტაციული პოლიტიკური მიდგომა აქვს.

შეხვედრისას მას არ დაუხარჯავს დრო ოპონენტებზე თავდასხმაზე, მან ძალზედ კონსტრუქციული და დემოკრატიული დღის წესრიგი გაგვაცნო. კარგია, როცა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს შეუძლია, ჩამოვიდეს ვაშინგტონში და ისაუბროს ისე, როგორც დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერს ეკადრება, თუნდაც დემოკრატიული პრობლემების მქონე ქვეყნიდან", - თქვა ფრიდმა.

პარტიის წევრები დღეს სენატორებს შეხვდებიან. 


close დახურვა