logo
ENG



ფრონტერა:ამერიკული ინვესტიციები იდევნებიან, რუსული კი, პრივილეგიებით სარგებლობენ

04 ივნ 202012:33
3 წუთის საკითხავი
clock 1099

ფრონტერტას“ წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უქმნის სახელმწიფო ამერიკულ კომპანიას არახელსაყრელ პირობებს მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნის, მათ შორის რუსულ კომპანიებს მონოპოლიის შექმნის საშუალებასაც აძლევს.

ზაზა მამულაშვილის თქმით, საერთაშორისო არტბიტრაჟის შემდეგ, რომელიც უკვე დასრულებულია, „ფრონტერას“ არც ჯარიმის გადახდის და არც აქტივების სახელმწიფოსთვის გადაცემის ვალდებულება არ დაკისრებია. ის იმედოვნებს, რომ სამუშაოების გაგრძელების სასშუალება კვლავ მიეცემათ და შეძლებენ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

„2013 წლიდან ამერიკული ინვესტიციები პრაქტიკულად იდევნებიან ქვეყანაში. ხდება კონტრაქტების გაუქმება, შევიწროება, მაგალითად ჩვენს შემთხვევაში. ეს მაშინ, როდესაც ამას ემატება არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა და დისკრედიტაცია. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ამერიკული კომპანიების მხრიდან, მეორე მხრივ სხვა ქვეყნის კომპანიები, მაგალითად რუსეთის, ჩინეთის, ირანის, სარგებლობენ პრივილეგირებული მდგომარეობით. ჩვენთვის ამირიკული ინვესტიციებისთვის გაუარესდა საინვესტიციო კლიმატი, სხვებისთვის კი გაუმჯობესდა, მონოპოლიებიც კი შეიქმნა. ხელისუფლება ცდილობს, უკანონოდ და უსაფუძვლოდ მოარღვიოს ხელშეკრულების პირობები და შეწყვიტოს. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საფუძველი და იურიდიული უფლება არ აქვთ“, - განაცხადა „ფრონტერა რისორს კორპორეიშენის“ პრეზიდენტმა ზაზა მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, კომპანია „ფრონტერა" საქართველოს მთავრობას სასამართლო განჩინების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგანგებო წერილში წერია, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზეა გამოგზავნილი. „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის უკანონო შეწყვეტის ფაქტს უსვამს ხაზს.  წერილში ასევე საუბარია კანონის უზენაესობისადმი უპატივცემულობასა და საქართველოში ამერიკული კერძო სექტორისთვის არასახარბიელო საინვესტიციო კლიმატის არსებობაზე.


close დახურვა