logo
ENG



ფრონტერა საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

24 ივლ 202009:41
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კრიტიკულ წერილში ამერიკული კომპანია პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას მიზანმიმართული სიცრუის, დამაზიანებელი და არაგულწრფელი პრაქტიკის შეწყვეტისკენ და გულახდილი პარტნიორობისკენ მოუწოდებს.

ფრონტერას“ წერილში ვკითხულობთ, რომ რამდენიმეწლიანი დავის შემდეგ მთავრობამ მოულოდნელად განაცხადა, რომ კომპანიას კონტრაქტს უგრძელებდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპრილის შემდეგ „ფრონტერამ“ მთავრობასთან არაერთი შეხვედრა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

ვაშინგტონის უმწვავესი კრიტიკისა და სანქციების დაანონსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ამერიკულ „ფრონტერას“ საქმიანობის ნებართვა 2027 წლამდე გაუხანგრძლივა. კონტრაქტს ვადა 27 ივლისს გასდიოდა.


close დახურვა