logo
ENG



ფსაკი: ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინაში

15 აპრ 202221:36
3 წუთის საკითხავი
 
ფსაკი: ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინაში

თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ აშშ პრეზიდენტი ბაიდენის უკრაინაში გაგზავნას არ აპირებს.

ფსაკიმ პოდკასტი „Pod Save America“-ს წამყვანებს უთხრა, რომ ბაიდენი ყველაფრისთვის მზადაა, მაგრამ თეთრი სახლი მის უკრაინაში ვიზიტს არ აპირებს.

„ის ყველაფრისთვის მზადაა - ამ კაცს სწრაფი მანქანები და ავიატორები უყვარს. ის მზადაა უკრაინაში წავიდეს - ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტს უკრაინაში“ - განაცხადა მან.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენი ბორის ჯონსონის მსგავსად საომარ ზონაში მოულოდნელ ვიზიტს არ გეგმავს და აცხადებს, რომ ამერიკას შეუძლია "ამოისუნთქოს".

„არაფრის, ამერიკა. ჩვენ ის გვჭირდება რომ ბევრი რამ გააკეთოს“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

გასულ თვეში ჯო ბაიდენი პოლონეთში იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ წუხდა რომ უკრაინის საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს CNN-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ მაღალი რანგის ადმინისტრაციის წევრის უკრაინაში გაგზავნას განიხილავს.

მედიის ცნობით, ეს არ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ან ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, მაგრამ წყარო მედიას უყვება, რომ ხელისუფლება განიხილავენ თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ან სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის გაგზავნას, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული.

კიევს უკვე არაერთი მსოფლიო ლიდერი ეწვია. მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

13 აპრილს კი კიევში ევროპის 4 ქვეყნის: პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის პრეზიდენტები ჩავიდნენ. 


close დახურვა