logo
ENG



ფსიქოლოგის ყოლა და მედიკამენტების აღმოჩენა ბევრს არაფერს ნიშნავს - ბაჩალიაშვილის ბიძა

24 ივლ 202017:51
3 წუთის საკითხავი
clock 415
kt2anphhth8c2r5.png

„გამოძიება ვალდებულია ყველა დეტალი გაითვალისწინოს, მაგრამ იმის ხელაღებით თქმა, რომ, არიქა, თამარს მედიკამენტები აღმოაჩნდა ხელჩანთაში, ან, თუნდაც ფსიქოლოგი ჰყავდა, ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენა", - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "კომენტარში" გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ კობა თამაზაშვილმა განაცხადა.

გუშინ, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა, რომელიც გამოძიებამ დაკითხა. 

"ჩვეულებრივ შეიძლება შეხვიდე აფთიაქში და შეიძინო მედიკამენტი, მაგისთვის არსებობს აფთიაქი და ფსიქოლოგის ყოლა კიდე, არ მგონია, რომ რაიმე სასწაული ან სენსაცია იყოს. ნებისმიერ ჩვენგანს გარკვეული დახმარებისათვის შეუძლია მიმართოს ფსიქოლოგს და მისგან კონსულტაცია მიიღოს", - განაცხადა თამაზაშვილმა. 

დღეს  ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.


close დახურვა