პარლამენტში დღეს 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში 2020-2023 წლების ქვეყნის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებენ. ამასთან, დღესვე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვისაც მიმოიხილავენ. მთავარი მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე იქნება. საპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში იგივე შეცდომებია დაშვებული, რაც მიმდინარე წელს იყო.
„2020 წლის ბიუჯეტის პროექტი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს "ქართული ოცნების" ყველა ბიუჯეტს წინა წლების, მათ შორის 2019 წლის ბიუჯეტს და ჩვენ ვიცით ასე უყაირათოდ დაგეგმილმა ბიუჯეტმა და დახარჯულმა ხალხის ფულმა რა შედეგამდე მიიყვანა ქვეყანა - ეს არის უმუშევრობა ფასების ზრდა ლარის სისუსტე სიღარიბე“,-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით კი ქვეყანაში კიდევ უფრო იზრდება როგორც შიდა, ისე საგარეო ვალი.
„ეს ბიუჯეტი არის უკიდურესად არარაციონალური ძალიან ბევრი უსარგებლო ხარჯია ჩადებული ეს არის ბიუროკრატიისა და ფულის ფლანგვის ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ბრალია ის, რომ დღეს ქვეყანაში არის ფასების ზრდა და ფაქტიურად ლარმა მიაღწია სამიან ნიშნულს. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს, ის იმეორებს იგივე შეცდომებს, რაც იყო 2019 წლის და კიდევ უფრო იზრდება შიდა ვალი და საგრეო ვალი“,-განაცხადა გოცირიძემ.