logo
ENG



ქაბულის აეროპორტის გარეთ აფეთქებას, თალიბანის ცნობით, 11 ადამიანი ემსხვერპლა

26 აგვ 202118:24
3 წუთის საკითხავი
 
Politico

ქაბულის აეროპორტის გარეთ აფეთქება მოხდა, რომელსაც, თალიბანის ცნობით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. 

BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები და ქალები. თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, დაიჭრნენ თალიბანის მებრძოლებიც.

აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ პენტაგონში. მათი განცხადებით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა აშშ-სთვის უცნობია.

პენტაგონის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, დამატებითი დეტალები აშშ-სთვის ამ ეტაპზე არაა ცნობილი.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას მოჰყვა მსხვერპლი. ზუსტი რაოდენობა უცნობია" - წერს კირბი ტვიტერში.

აფეთქება იმ გასასვლელთან მოხდა, სადაც ბრიტანული ძალები არიან განლაგებულნი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ერთერთია იმ ჭიშკართაგან, რომელიც ტერორისტული საფრთხის გამო დაკეტილი იყო.

 


close დახურვა