logo
ENG



ქაბულში თალიბანის შესვლის შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

15 აგვ 202118:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/15/hl35lc9toah4qhz.jpg

ქაბულში თალიბანის შესვლის შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

გამოცემა Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ის ტაჯიკეთში გაემგზავრა. მათი თქმით, პრეზიდენტის უსაფრთხოების გამო, ადმინისტრაცია ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

ავღანეთის დედაქალაქში თალიბანი დღეს, 15 აგვისტოს შევიდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.


close დახურვა