ქაბულში თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ორგანიზაციის ,,ექიმების საზღვრების გარეშე'' ინფორმაციით, საავადმყოფოზე შეტევის შედეგად სულ 16 ადამიანი დაიღუპა. სამშობიარო განყოფილებაზე თავდასხმას ორი ახალშობილიც ემსხვერპლა.
ავღანეთის დედაქალაქში იმავე დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ პოლიციელის გასვენებაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 68 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.