logo
ENG



ქაბულში ქალებმა საკუთარი უფლებებისთვის აქცია გამართეს

17 აგვ 202117:04
3 წუთის საკითხავი
 
ქაბულში ქალებმა საკუთარი უფლებებისთვის აქცია გამართეს

ქაბულში ავღანელი ქალების მცირე ჯგუფმა უფლებების დასაცავად საპროტესტო აქცია მოაწყო. ვიდეო ტვიტერით NBC-ის კორესპონდენტმა რიჩარდ ენგელმა გაავრცელა.

"მამაცი ავღანელი ქალები თავიანთი უფლებებისთვის საპროტესტო აქციას აწყობენ. "მუშაობა, განათლება და მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა ქალის უფლებაა" - წერს ჟურნალისტი.

ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გასვლის პარალელურად თალიბანმა ქვეყნის ტერიტორიების დაკავება დაიწყო. უმოკლეს დროში პროვინციული დედაქალაქების დაკავების შემდეგ, თალიბანი ქაბულში შევიდა. ავღანეთის პრეზიდენტმა კი ქვეყანა დატოვა. 

ქვეყნის დატოვების სურვილით ქაბულის აეროპორტში ათასობით ადამიანია შეკრებილი, თუმცა სამოქალაქო რეისები გაუქმებულია. თალიბანი ამტკიცებს, რომ შურისძიებას არ აპირებს და სახელმწიფო მოხელეებისთვის "საყოველთაო ამნისტიასაც" გამოაცხადებს. 

თალიბანის მიერ ავღანეთის დაკავების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რა ბედი ეწევათ ქალებსა და პატარა გოგოებს. ბოლო თვეებში თალიბანმა პროვინციებში გოგოებისთვის სკოლები უკვე დახურა, ქალებს კი ეჭვი ეპარებათ, რომ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ან სწავლის გაგრძელებას შეძლებენ. 


close დახურვა