logo
ENG



ქადაგიშვილი კირბალზე: ერთეული შემთხვევები გვაქვს ასეთი ტრაგიკული

07 ნოე 202312:20
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქის მკვლელობა "ერთეული' ტრაგიკული შემთხვევაა. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ერთეული შემთხვევები გვაქვს ასეთი ტრაგიკული. [...] ვიღაცა რომ ითხოვს რაღაც მეტს, მეტ დაპირისპირებას, მეტ დაპირისპირებას მოჰყვება მეტი ესკალაცია სიტუაციისა. ეს ესკალაცია რა უმართავ პროცესებში გადაიზრდება, ამაზე ვინმე აგებს პასუხს დღევანდელი ოპოზიციიდან? მათი ქმედებების შედეგი იყო ის, რაც საქართველოს აგრესიის შედეგად მოუვიდა", - აღნიშნა სარჯველაძემ.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა