logo
ENG



ქადაგიძე: ამბობენ, რომ კოალიციაში გადაწყვეტილების მიმღები არ იქნება, სინამდვილეში პირიქითაა

04 აგვ 202023:58
3 წუთის საკითხავი
 
rzdg192b5vnfnb5.jpg

 

ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე, ფინანსისტი გიორგი ქადაგიძე ფორმულას გადაცემა "პლატფორმაში" საქართველოში კოალიციური მმართველობის უპირატესობებზე საუბრობს. 

"წინა გადაცემების შემდეგ მაყურებლებმა მომწერეს, რომ კოალიციური მმართველობაზე უფრო დეტალურად გვესაუბრა, რადგან ხშირად ხდება დისკრედიტაცია იდეის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა თუ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ეს იქნება არაეფექტური, გადაწყვეტილებებს ვერავინ ვერ მიიღებს და რომ ჩვენ, მაინცდამაინც, გვჭირდება ძლიერი ადამიანი, რომელმაც უნდა გაწიოს და გაწიოს. სინამდვილეში ყველაფერი იქნება პირიქით", - ამბობს ქადაგიძე. 

მისი თქმით, კოალიციური მმართველობა სახელმწიფო თანამდებობის პირებს შორის კონკურენციას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის არის მომგებიანი. ქადაგიძე მიიჩნევს, რომ კოალიციის დროს მეტად არის უზრუნველყოფილი მინისტრების ანგარიშვალდებულება მოსახლეობის მიმართ,  ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალებს კი აქვთ მეტი სტიმული, დაუმტკიცონ ამომრჩევლებს, რომ სხვებზე უკეთესები არიან. 

"დასავლურ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიებში განსაკუთრებით, საითაც ჩვენ მივდივართ და რაც უნდა იყოს ჩვენი სერიოზული განაცხადი: როდესაც მინისტრები არიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, ისინი შედიან ერთმანეთთან კონკურენციაში. მათი ყოველდღიური ცხოვრება არის ის, რომ ერთმანეთს და, რაც მთავარია, ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ისინი უკეთესები არიან და უფრო მეტი ინიციატივა აქვთ. დოვლათიც უფრო თანაბრად გადანაწილდება", - ამბობს ქადაგიძე. 

გადაცემა "პლატფორმა" ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ყოველ სამშაბათს, 10:30 სთ-ზე გადის. 

 

 


close დახურვა