logo
ENG



ქავთარაძეზე დაკავებული რუსი აგენტი ქვეყანაში 4 თვეს ცხოვრობდა

15 ივნ 202020:00
3 წუთის საკითხავი
 

მოგონილი სახელით და საქმიანობით რუსული სპეცსამსახურების აგენტი საქართველოში 4 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. „ფორმულას“ ინფორმაციით, დაკავებული პიროვნება შესაძლოა იყოს  კადიროვის ე.წ. სიკვდილის რაზმის წევრი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერმა გიორგი გაბუნიაზე შურისძიების მიზნით გამოგზავნა.

ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი თბილისში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა -  ასეთია ინფორმაცია, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულას“ სანდრო წყარო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან უყვება.

თუ სპეცოპერაცია ქავთარაძეზე კადიროვის რაზმის წევრის დაკავებას უკავშირდება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა აღკვეთა, ეს ნიშნავს რომ ქვეყანამ დესტაბილიზაცია აირიდა თავიდან - ამბობენ ექსპერტები. სპეციალისტები პანკისის ხეობაში მყიფე ვითარებაზე საუბრობენ და ხაზს უსვამენ, რომ კადიროვი ხეობაში გავლენების გაძლიერებას ცდილობს.

აჰმედის სახელით ცნობილი ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი რუსეთის მოქალაქეა. ვასამბეგ ბოკოვს გამოძიება ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მონაწილეობით ქავთარაძის ქუჩაზეც ჩატარდა და პანკისშიც.  პროცესი 6 აგვისტოს ჩაინიშნა და სავარაუდოდ ამ ბურუსით მოცული საქმის დეტალებიც პროცესზე გახდება ცნობილი.


close დახურვა