ვოლინის რაიონში, ქალაქ ლუცკიზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაიჭრა. ინფორმაციას ვოლინის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე იური პოგულაიკო ავრცელებს.
"სამწუხაროდ, დარტყმების შედეგად არის 4 გარდაცვლილი და 6 დაჭრილი. ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები დასრულებულია", - აცხადებს ის.
დღეს, 11 მარტს, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ქალაქ ლუცკის. ლუცკსა და დნეპრში ზოგიერთი ობიექტი ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს დაიბომბა, მას შემდეგ კი აფეთქების ხმა აღარ ყოფილა.