logo
ENG



ქალაქ ნიკოპოლში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

10 აგვ 202214:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/10/m3rfge5z21ne238.jpg

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით,  ქალაქ ნიკოპოლში რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

"მტრის დაბომბვის შედეგად დაჭრილი ორი ადამიანი მარგანეცის საავადმყოფოში დაიღუპა. ექიმები მათ გადასარჩენად იბრძოდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს," - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

როგორც რეზნიჩენკო აღნიშნავს, ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, რუსულ დაბომბვას ქალაქ ნიკოპოლში 13 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დაშავებულია 11 ადამიანი, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუსულმა სამხედრო ძალებმა ქალაქი ნიკოპოლი ღამით დაბომბეს. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მტერმა ქალაქი ორჯერ დაბომბა, საცხოვრებელ უბნებს კი 80 რაკეტა ესროლა.


close დახურვა