logo
ENG



ქალაქ როვნოსთან სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

14 მარ 202222:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/14/pt8968l6ri4vqz4.jpg

ქალაქ როვნოსთან სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 9 კი - დაშავდა. ინფორმაციას როვნოს რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი კოვალი ავრცელებს.

"დღეს დილით რივნის რაიონში ორი რაკეტა დაესხა სატელევიზიო ანძას და მის მიმდებარედ ადმინისტრაციულ შენობას. 18:00 საათის მდგომარეობით ვაცხადებთ, რომ გვყავს 9 დაღუპული, 9 დაშავებული. სამუშაოები აქტიურად გრძელდება", - აცხადებს კოვალი.

კოვალის თქმითვე, რეგიონის ჩრდილოეთით მაუწყებლობა საკაბელო ქსელის მეშვეობით აღდგა, ​​ეთერში გავიდა ადგილობრივი მაუწყებლების რადიოსადგურებიც.

 


close დახურვა