ცხინვალის საავადმყოფოში 70 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც "ფორმულას" ახალგორიდან აცნობეს, ქალბატონს ინსულტი ჰქონდა, თუმცა ის ახალგორის ბლოკპოსტზე არ გადმოუშვეს, ცხინვალუდან კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა გვიან ჩავიდა. ადგილობრივიბის ინფორმაციითვე, გარდაცვლილის ოჯახის წევრები თბილისში არიან და უცნობია მიეცემათ თუ არა მათ, ახალგორში ჩასვლის ან იქიდან, მიცვალებულის გადმოსვენების საშუალება.