ქალთა მიმართ ძალადობა და გახშირებული ფემიციდი 2020 წლის 8 მარტის მთავარი თემა იყო. „პატრიარქატი დამნაშავეა, ქალებს ქალობისთვის სჯიან“ - სამოქალაქო აქტივისტებმა ფილარმონიასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და ბოლო დროს მომხდარი ფემიციდის გახშირებული შემთხვევები გააპროტესტეს. მათი ძირითადი ადრესატი საზოგადოება და სახელმწიფო იყო.