ქალი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს წამლებს და საკვებს კერძო სახლების დალაგებით ყიდულობდა, ეძებდა, მაგრამ ვერ აღმოჩნდა მთავრობის მიერ დახმარების მიმღებთა სიაში. ოჯახი პანდემიის გამო 2 თვეა, ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა.
მთავრობის მიერ პანდემიის დროს გამოყოფილი სოციალურ-ეკონომიკური პაკეტის მიღმა შიმშილის პირას მისული ოჯახები დარჩა.
მსგავს ასობით ათას მოქალაქეს მთავრობის სოციალური დისკრიმინაციის მსხვერპლს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ელენე მეკალუაშვილის უმძიმესი სოციალური მდგომარეობა მაყურებელს „ფორმულამ“ გუშინ გააცნო, დღეს ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - მათ ფინანსთა სამინისტრომ დაუზუსტა, რომ დახმარება ნამდვილად არ ერგება.
პანდემიაზე მეტად სოციალურად დაუცველებს ახლა შიმშილით სიკვდილის ეშინიათ.