logo
ENG



ქანთარია: ივანიშვილს აუწონავი სიკეთე აქვს გაკეთებული, რუსი ოლიგარქი ამას ვერ იზამდა

31 ივლ 202014:52
3 წუთის საკითხავი
 
45gimu5nlglodgb.jpg

უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საკუთარ Facebook გვერდზე 6 კონგრესმენის მიერ პომპეოს მიმართ მიწერილი წერილის  "კეთილგანწყობილ" შესწორებებს აქვეყნებს. 

დეპუტატს კონგრესმენების წერილიდან კონკრეტული მონაკვეთები აქვს შესწორებული, მათ შორის წერილის ის ნაწილი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი "რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული. კონგრესმენები წერდნენ, რომ სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეჩერდა ქვეყნის პროგრესი.

"მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და „ქართული ოცნება“ მოვიდა მმართველ ძალად, ქვეყნის განვითარებამ ყველა მიმართულებით პროგრესი განიცადა. დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, უპრეცენდენტო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და ა.შ.", - წერს ქანთარია. 

ქართული ოცნების დეპუტატი არასწორად მიიჩნევს ივანიშვილისთვის "ოლიგარქის" წოდებას და აცხადებს, რომ ივანიშვილს, როგორც "ქვეყნის ღირსეულ შვილს" საქართველოსთვის მრავალი სიკეთე აქვს გაკეთებული. 

"არ დაიჯეროთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არის ოლიგარქიული. პირიქით, ივანიშვილს ქვეყნის მიმართ აუწონავი, უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და ამას ვერ იზამდა რუსი ოლიგარქი. ივანიშვილი არის წარმატებული ბიზნესმენი. ის არის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი", - წერს ქანთარია. 

27 ივლისს 6 კონგრესმენმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილი მისწერა, რომელშიც საქართველოში პროგრესის შეჩერებაზე, ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე და ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ამერიკული ბიზნესების ქვეყნიდან გაძევებაზეა საუბარი. 

კონგრესმენები წერილში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და სახელმწიფო მდივანს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმებას სთავაზობენ, რათა საქართველოს ანგარიშვალდებულების საკითხი დადგეს. 

 


close დახურვა