logo
ENG



ქანთარია: სამხედრო გაკვეთილები უნდა იყოს სავალდებულო

12 ივნ 202018:07
3 წუთის საკითხავი
 
hpkf19ky8rqhcau.png

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას თქმით, სკოლებში სამხედრო გაკვეთილები უნდა იყოს სავალდებულო. როგორც ქანთარია აცხადებს, ეს პროგრამა ვეტერანების დასაქმებასაც შეუწყობს ხელს და ამას გარდა, სკოლებში ბავშვები ისწავლიან რუკას და იარაღთან სწორად მოპყრობას.

„სამხედრო გაკვეთილები ჩემ თაობას ახსოვს, რომ გვქონდა ხოლმე, მე ვფიქრობ რომ ეს უნდა იყოს არა ნებაყოფლობით, არამედ სავალდებულო, თუნდაც პირველი სამი თვე, მერე თუ უნდა ბავშვი გამოვიდეს. თავიდან ეს იყოს სავალდებულო დაინახოს ინტერესი, მე მგონი რომ თუ საინტერესო იქნება ის აუცილებლად დარჩება და მეორე მხრივ ეს ვეტერანებს ხელს შეუწყობს რომ დასაქმდნენ, შევიდნენ სკოლებში და ბავშვმა ისწავლოს რუკა, იარაღთან სწორედ მოპყრობა “,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

 


close დახურვა