logo
ENG



ქარელთან მიკროავტობუსს სატვირთო მანქანა შეეჯახა - დაიღუპა ერთი ადამიანი

05 იან 202415:07
3 წუთის საკითხავი
 
ქარელთან მიკროავტობუსს სატვირთო მანქანა შეეჯახა - დაიღუპა ერთი ადამიანი

ქარელის მახლობლად, სოფელ რუისში მიკროავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა 4 ადამიანი.

როგორც ცნობილია, დაღუპული მიკროავტობუსის მძღოლია, ხოლო დაშავებულები - მგზავრები.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა