ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელში - ქვეითებს ავტომობილი დაეჯახა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა საცხოვრებელი სახლის წინ მდგომ პირებს დაეჯახა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.