logo
ENG



ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, კახა შუშანაშვილს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

23 დეკ 201913:35
3 წუთის საკითხავი
 
u618x0drq3gbbdt.jpg

ქართველ „კანონიერ ქურდს“, კახა შუშანაშვილს საფრანგეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას France Press ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, სასამართლომ შუშანაშვილი დამნაშავედ ცნო 2010 წელს .. კანონიერი ქურდის ვლადიმერ ჯანაშიას (ლადო) მკვლელობის შეკვეთაში47 წლის შუშანაშვილი თავის ბრალს არ აღიარებს. ასევე ის ქურდულ სამყაროსთან კავშირსაც უარყოფს.

მანამდე, 2016 წელს ესპანეთის სასამართლომ 20 წლითა და 11 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და ე.წ. კანონიერ ქურდს 15 წელი შეუფარდა. 2018 წლის ივნისში უკვე ფრანგულმა სასამართლომ მას კიდევ 10 წლით პატიმრობა შეუფარდა.

შუშანაშვილთან ერთად ფრანგული სასამართლოს წინაშე კიდევ 3 ქართველი, მიხეილ ციკულიძე, მინდია კოზანაევი და ზურაბ ნადირაშვილი წარდგნენ. ციკულიძეს 7 წლით, კოზანაევს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაც შეეხება ნადირაშვილს, ის ყალბი საბუთების ფლობაში დამნაშავედ ცნეს და გაათავისუფლეს.


close დახურვა