logo
ENG



ქართველი მეშახტეები, მაღაროელები და მუშები ბელარუს კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ

25 აგვ 202016:36
3 წუთის საკითხავი
 
7s08otam7h8ispz.png

ტყიბულელი მეშახტეები, ჭიათურელი მაღაროელები და ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშები ბელარუსელ კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ. 

მათ ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ბელარუსელი მუშების სამართლიან გაფიცვას და მათ გამარჯვებას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. პროტესტებს სხვადასხვა ქარხნის მუშებიც შეუერთდნენ. 

16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. 

თავის მხრივ, ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუსელ ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა და ე.წ. შავი სია აგვისტოს ბოლოს შემუშავდება. 


close დახურვა