logo
ENG



ქართველი ოფიცრის პირადი საქმე ოკუპანტის ხელში

09 აგვ 202220:16
3 წუთის საკითხავი
 

როგორ ჩაუვარდა ხელში რუსეთს ქართველი ოფიცრის პირადი საქმე. რუსეთის პროპაგანდისტულ არხზე გასულ რეპორტაჟში მოხვდა მიხეილ ქამხაძის დოკუმენტები, რომელსაც რუსი ჯარისკაცი ტელეკამერის წინ აჩვენებს. ქამხაძე წლებია, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორია. ვიცე-პოლკოვნიკის აზრით, მისი პირადი საქმე რუსების ხელში საქართველოდან აღმოჩნდა. ოპოზიცია ივანიშვილის ხელისუფლებას ღალატში ადანაშაულებს. ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს, რომ მასალა საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან ვერ გავიდოდა. შეკითხვა კი შეკითხვად რჩება - როგორ მოხვდა რუსებთან მასალები?. ეს ქართველი სამხედროების პირადი მონაცემების გამჟღავნების პირველი შემთხვევა არ არის.


close დახურვა