logo
ENG



ქართული ავიაკომპანია Georgian Wings კიშინოვში იწყებს ფრენებს

12 დეკ 202310:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/12/meai9blf96zu6mw.jpg

ქართული ავიაკომპანია Georgian Wings თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში იწყებს ფრენებს.

ფრენები 2024 წლის 20 თებერვალს დაიწყება და ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი Boeing 737-300-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ავიაკომპანიის ვებგვერდის თანახმად, ერთი გზის ბილეთი 329 ლარიდან იწყება.

ამ დროისთვის Georgian Wings ფრენებს თბილისსა და ბათუმს, ასევე, თბილისსა და ბაქოს შორის ასრულებს.

ავიაკომპანიის ცნობით, 2024 წლიდან რეგულარული ფრენების შესრულებას ყაზახეთსა და უზბეკეთში გეგმავენ. 


close დახურვა