მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის განცხადებას, 2020 წლის არჩევნებში მმართველი ძალის პროპორციულ სიაში ყოფნასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" პრესსამსახური უარყოფს.
როგორც "ფორმულასთან" საუბარში "ოცნების" პრესსამსახურმა განაცხადა, თემურ აბაზოვის კანდიდატურა მმართველი ძალის პროპორციულ სიაში ყოფნასთან დაკავშირებით, არც ადრე არ განხილულა.
შეგახსნებთ, რომ გუშინ მარნეულის ყოფილმა მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მან "ქართული ოცნების" მხრიდან მმართველი ძალის პროპორციულ სიაში ყოფნასთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღო და დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვმა თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა. აბაზოვს მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას სასამართლოში ედავებოდნენ - 2018 წელს დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.