ყველაზე მდიდარი პარტია საქართველოში - ქართული ოცნებაა. გასულ წელს მას 10 მილიონი შესწირეს კომპანიებმა, რომელთა უმეტესობამ მოგვიანებით 141 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო. კორუფციის შესაძლო ნიშნების შესწავლას კვლევის ავტორი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ითხოვს. ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებისთვის კი შესასწავლი არც არაფერია. მმართველი პარტიის არალეგალური დაფინანსების სქემაზე მიუთითებს ოპოზიცია და აცხადებს, რომ არჩევნებზე პოლიტიკური ფული რეგულაციაში უნდა მოექცეს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საგამოძიებო უწყებებს და აუდიტს მიმართავს და პოლიტიკური პარტიების შეწირულობით დაინტერესებას სთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევით, მმართველმა პარტიამ 2019 წელს შეწირულობების სახით ყველაზე მეტი 10 მილიონამდე თანხა მიიღო და ის ყველაზე მდიდარი პარტიაა. შემწირველებს შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები არიან. ამ კომპანიებმა, კი მოგვიანებით ტენდერების სახით 2019 წელს ბიუჯეტიდან 141 მილიონზე მეტი მიიღეს.
დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში.
