ივანიშვილის მთავრობასა და სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირების ახალი ეტაპია. ჩაერევა თუ არა უფლებამოსილებების გამიჯვნის საქმეში საკონსტიტუციო სასამართლო. სარჩელის გამოტანას ქართული ოცნება არ გამორიცხავს, მაგრამ ახლა თავად ზურაბიშვილი მოითხოვს, საბოლოოდ, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვროს, ვის რა უფლებას აძლევს კონსტიტუცია. პრეზიდენტმა საკუთარი ნების წინააღმდეგ ოცნებას გაეროში ელჩი, დავით ბაქრაძე დაუნიშნა, მაგრამ ამის შემდეგ ზურაბიშვილს 7 ახალი დიპლომატის წარდგენა ხელმოსაწერად მაგიდაზე შეუთანხმებლად დაუდეს.