ამერიკის ელჩის იმედი არც ამჯერად გამართლდა. პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის შემცვლელთან გასაუბრებას უკვე პარასკევიდან იწყებს. კელი დეგნანი ამ თემაზე უკვე მეორედ იმყოფებოდა პარლამენტში, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ლონდა თოლორაიას სამსახურიც გააუქმა და ახლა არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. დაჩქარებული წესით დახურული აპარატი ასევე სასწრაფოდ უნდა ჩანაცვლდეს ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი კადრებით - ასეთია ოცნების დღის წესრიგი.
ქართული ოცნება აშშ-ს ელჩის მოლოდინების წინააღმდეგ
09 თებ 202220:26
3 წუთის საკითხავი