ოპოზიციასა ხელისუფლებას შორის ურთიერთბრალდებების რეჟიმია. ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ნეიტრალიტეტის თემის გააქტიურებაში ადანაშაულებს. ოპოზიცია კონკრეტული მაგალითებით ყვება, რომ ოცნებამ სახელისუფლებო ექპერტები ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო ნეიტრალიტეტის თემის გასატესტად ჩართო, ივანიშვილის გუნდი კი შანსს ხელიდან არ უშვებს და ღალატში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. ვინ დაიწყო თემაზე საუბარი - ამაზე მეტად, საზოგადოების ნაწილი მთავრობის მკაფიო და პრინციპულ განმარტებას ელოდება, რომ ქვეყნის საგარეო კურსი კონსტიტუციაში უცვლელად დარჩება.
ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ურთიერთბრალდებების რეჟიმში
22 მარ 202220:49
3 წუთის საკითხავი