მესამე სექტორის მიმართვა ხელისუფლებამ მტკივნეულად აღიქვა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ 51 ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას თავდასხმით უპასუხა, რომლის მიხედვით, მთავრობა არ რეაგირებს სანქცირებული მოსამართლეებისა და აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის მიმართ. კობახიძეს დღეს არ გამორჩენია კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ხელისუფლებას განსაკუთრებით აღიზიანებს - ესა მექანიზმი, რომლითაც ორგანიზაციები უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ეხმარებიან, მათ შორის ფინანსურად.