logo
ENG



ქართული ოცნება სახალხო დამცველის წინააღმდეგ

09 ნოე 202120:33
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ქართული ოცნების თავდასხმის ღია სამიზნე გახდა. ნინო ლომჯარია და მისი აპარატის წარმმომადგენლები ბოლო დღეებში ხელისუფლებას ტყუილსა, თუ არაადამიანურ მოპყრობაში ამხელენ სააკაშვილის მიმართ. ამის გამო ოცნების ლიდერებისთვის ომბუდსმენი "ნაციონალი" გახდა.

გაღიზიანებას ოცნება ლომჯარიას მიმართ დიდი ხანია, აღარ მალავს, ყველაზე ძლიერი დარტყმა სახალხო დამცველისს ინსტიტუტზე სწორედ მაშინ მიიტანეს, როცა ლომჯარიამ წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, ციხეებში გაბატონებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე ანგარიში მოამზადა. 


close დახურვა