ხელისუფლება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, გადამწყვეტ შეტევას იწყებს. ქართული ოცნება, განსხვავებული აზრის საბოლოოდ დადუმების გეგმას მიზანმიმართულად მიყვება და მის სისრულეში მოსაყვანად, მართლმსაჯულების ხელით მოქმედებს. მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების და მისი (როგორც ხელისუფლებაში თვლიან) განეიტრალების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი, ახლა უკვე ფორმულას მოადგა. განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად, ქართული ოცნების ხელისუფლებამ, თაროდან კიდევ ერთხელ ჩამოიღო, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმე და მედიამფლობელისგან 5 მილიონ ევროს მოითხოვს. სასამართლო პროცესი, რომელიც სააპელაციო ინსტანციაში 6 დეკემბერსაა დანიშნული, საბოლოოდ გადაწყვეტს ტელეკომპანიის ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე, დავით კეზერაშვილის მიერ, 5 მილიონის გადახდის ვალდებულებას, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას - ძალაში დატოვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სასამართლოს ხელით, ფორმულა უნდა დახუროს. რადგან, დავით კეზერაშვილის მთავარი აქტივი, რომელიც მას საქართველოში გააჩნია, არის მხოლოდ ფორმულა, შესაბამისად, სასამართლო სწორედ ამ ერთადერთ აქტივს დააყადაღებს.
ქართული ოცნება ფორმულას წინააღმდეგ - შაბათის ფორმულა
05 ნოე 202220:37
3 წუთის საკითხავი