ჩხოროწყუს საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა ჯონი ჯალაღონიამ საკრებულო დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ის საკრებულოში საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო.
თანამდებობის დატოვების მიზეზად ჯალაღონიამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დაასახელა.
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევუერთდე გიორგი გახარიას გუნდს. გადაწყვეტილება მივიღე გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი გახარია დღეს წარმოადგენს იმ ერთადერთ ძალას, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა გამოიყვანოს არამხოლოდ ამ მდგომარეობიდან, არამედ, წინ წაიყვანოს", - თქვა ჯალაღონიამ.