ანტიდასავლური კამპანია - ქართული ოცნების ყოველდღიურობა. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ლანძღვა. ფორმითაც და, რაც მთავარია, შინაარსობრივად სულ უფრო ძლიერდება ივანიშვილის თავდასხმა საქართველოს პარტნიორებზე. ქართული ოცნების ანტიდასავლური შეტევის გაძლიერება დროში ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ევროკავშირმა საქართველოს საკითხი უნდა გადაწყვიტოს. სწორედ ამ დღეებზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს. აშკარაა, რომ ხელისუფლება დაგეგმილ კამპანიას აწარმოებს საქართველოს პარტნიორების წინააღმდეგ.
ქართული ოცნების ანტიდასავლური კამპანია
20 მაი 202220:23
3 წუთის საკითხავი